Accessibility links

logo-print

შეიქმნა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათშორისი საბჭო


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით შეიქმნა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათშორისი საბჭო, რომელიცპრიორიტეტების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სუბიექტს, რომელიცსაგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობს. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, საბჭო განსაზღვრავს იმ თემებსაც, რომლებიც მნიშვნელოვანია საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით. ახლად შექმნილი საბჭოს წევრები არიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის და ეკონომიკური საბჭოების მდივნები. საგარეო პოლიტიკის უწყებათშორისი საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატი. საბჭოს პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 16 საათზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG