Accessibility links

პირველი ქართული ქვედანაყოფი ჩაერთო ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში


საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული დღეიდან ოფიციალურად ჩაერთო ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისიის გადაბარების ცერემონია ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მდებარე გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზე" გაიმართა. გერმანიის არმიის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის მეთაურისგან მისია ოფიციალურად ჩაიბარა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაურმა, მაიორმა ვახტანგ ბეგოიძემ. მისი განცხადებით, დღეიდან 6 თვის განმავლობაში ქართველი სამხედროები შეასრულებენ სწრაფი რეაგირების და საბრძოლო პატრულის ამოცანებს და ბაზის პერიმეტრის უსაფრთხოებას დაიცავენ. IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მდებარე გერმანულ ბაზაზე შეასრულებს.

XS
SM
MD
LG