Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ავტოავარიამ შეიწირა 13 უკრაინელი გვარდიელი


აღმოსავლეთ უკრაინაში ავტოავარიამ შეიწირა უკრაინის ეროვნული გვარდიის 13 წევრი. ოფიციალური პირების ცნობით, მსხვერპლი მოჰყვა 5 იანვარს, გვიან საღამოს სამხედრო სატვირთო ავტომანქანის დაჯახებას ავტობუსთან. გვარდიელები თანამებრძოლებს უნდა ჩანაცვლებოდნენ ბრძოლაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან, რომლებიც ნაწილობრივ აკონტროლებენ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს. აპრილში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულია 4700-ზე მეტი მებრძოლი და სამოქალაქო პირი. ბრძოლა გრძელდება მიუხედავად 5 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებისა, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტასა და ზომებს მშვიდობის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG