Accessibility links

ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე შეტაკებებისას ხუთი ადამიანი დაიღუპა


ინდოელ და პაკისტანელ ჯარისკაცებს შორის ქაშმირის რეგიონში სადავო საზღვარზე ურთიერთსროლისას დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, პაკისტანის ცნობით, ოთხი პაკისტანელი სამოქალაქო პირი. ინციდენტი 5 იანვარს მოხდა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სიალკოტის მახლობლად. ხოლო ინდოეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთი ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა, როცა ქალაქ სრინაგარის სამხრეთით, 350-მდე კილომეტრში პაკისტანიდან რაკეტები დაუშინეს ინდოეთის ტერიტორიას. რეგიონში რამდენჯერმე მოხდა ინციდენტები მას შემდეგ, რაც 31 დეკემბერს ურთიერთსროლის შედეგად დაიღუპნენ ინდოელი მესაზღვრე და ორი პაკისტანელი ჯარისკაცი. ბირთვული იარაღით აღჭურვილ ინდოეთსა და პაკისტანს ერთმანეთთან უკვე ორი ომი ჰქონდათ ქაშმირისთვის, რომელზეც ორივე აცხადებს პრეტენზიას.

XS
SM
MD
LG