Accessibility links

logo-print

უცხოეთის მოქალაქეებს ეძლევათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის უფლება


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც უცხოეთის მოქალაქეებს უფლება ეძლევათ, იმსახურონ რუსეთის სამხედრო ძალებში. 2 იანვარს ხელმოწერილი ბრძანებულებით, რუსულად მოლაპარაკე, 18-დან 30 წლამდე უცხოელებს შეეძლებათ ხუთ წლამდე კონტრაქტი გააფორმონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარებთან, ან სახელმწიფო სახანძრო სამსახურთან. სამხედრო ანალიტიკოსების განმარტებით, აქამდე უცხოეთის მოქალაქეებს უწევდათ რუსეთის მოქალაქეობის მიღება, ან საგანგებო დოკუმენტების აღება რუსეთის სამხედრო ძალებში სამუშაოდ. რუსეთის მიერ დასაქმებული უცხოელი ჯარისკაცების უმრავლესობა ამჟამად საკუთარი ქვეყნების ტერიტორიებზე მსახურობს - იქ, სადაც რუსეთს მსხვილი სამხედრო ბაზები აქვს (სომხეთსა და ტაჯიკეთში) და რუსეთის მეზობელი ქვეყნების სეპარატისტულ რეგიონებში, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ხოლო პუტინის ახალი ბრძანებულებით, უცხოელი ჯარისკაცები შესაძლოა, სხვა ქვეყნებში გაიგზავნონ, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG