Accessibility links

logo-print

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები ტელეფონით ისაუბრებენ უკრაინის კრიზისზე


უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინის, რუსეთის გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 9 იანვარს ტელეფონით ისაუბრებენ დიპლომატიურ ძალისხმევაზე აღმოსავლეთ უკრაინაში კონლიქტის მოსაგვარებლად. უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა ევჰენ პერებინისმა დღეს უთხრა უკრაინის ტელევიზიას, რომ სატელეფონო საუბარი მოემსახურება მზადებას ოთხი ქვეყნის ლიდერების შესაძლო სამიტისათვის ყაზახეთის დედაქალ ასტანაში. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ 15 იანვარს ასტანაში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს. თუმცა ოლანდმა და მერკელის პრესმდივანმა გააკეთეს განცხადებები, რომლებიც საეჭვოს ხდის ასტანის სამიტის გამართვას.

XS
SM
MD
LG