Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი ახალი მთავრობის გარეშეა პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მე-100 დღესაც


ავღანეთში ახალი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ინაუგურაციიდან 100 დღის შემდეგ, ქვეყანა ახალი მთავრობის გარეშე რჩება. კაბინეტის დაკომპლექტების პრობლემა ცხადჰყოფს, რამდენად რთული ამოცანების წინაშე დგას პრეზიდენტი ღანი მას შემდეგ, რაც სექტემბერში შეუთანხმდა თავის მთავარ კონკურენტს საპრეზიდენტო არჩევნებში, აბდულა აბდულას ძალაუფლების განაწილებაზე. აბდულა გახდა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. შეთანხმების მიზანი იყო სამოქალაქო ომის თავიდან აცილება, მაგრამ მთავრობის შექმნის დაყოვნება ხელს უწყობეს საფრთხეს, რომ თალიბები იერიშზე გადავლენ ავღანეთიდან უცხოელი სამხედროების უდიდესი ნაწილის გასვლის შემდეგ. თუ ადრე ავღანეთში 140 000-მდე უცხოელი სამხედრო იმყოფებოდა, ახლა მათი რიცვხი 13 000-მდე არის შემცირებული. ისინი მონაწილეობენ ახალ მისიაში სახელწოდებით „მტკიცე მხარდაჭერა“. აშრაფ ღანიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს, ვაშინგტონმა გადახედოს ავღანეთში დარჩენილი სამხედროების გაყვანის გრაფიკს. პენტაგონმა 5 იანვარს განაცხადა, რომ არ შეუცვლია გაყვანის გეგმა.

XS
SM
MD
LG