Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პარლამენტი მიემხრო ცვლილებას ტერორიზმში ეჭვმიტანილთა გასამართლების საკითხში


პაკისტანის პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციური ცვლილება, რომლითაც დაშვებული ხდება სამხედრო სასამართლოების მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამოქალაქო პირების გასამართლება. პარლამენტის როგორც ზედა, ისე ქვედა პალატებმა 6 იანვარს ერთხმად დაამტკიცეს ეს ცვლილება. კენჭისყრების დროს თავი შეიკავეს ორი რელიგიური პარტიის წარმომადგენლებმა. მოსალოდნელია, რომ კონსტიტუციურ ცვლილებას მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს პაკისტანის პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის განცხადებით, რომელიც მან გასულ თვეში გააკეთა, სამხედრო სასამართლოების მეშვეობით ქვეყანა შეძლებს „საზღაური აზღვევინოს“ ტერორისტებს მათი „საზარელი ქმედებებისათვის“. პაკისტანი ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს ამკაცრებს მას შემდეგ, რაც 16 დეკემბერს სკოლაზე პაკისტანელი თალიბებების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 151 ადამიანი, მათ შორის 142 ბავშვი.

XS
SM
MD
LG