Accessibility links

logo-print

აღმოაჩინეს მალაიზიის ავიახაზების ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კუდი


ინდონეზიის სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით აღმოაჩინეს ავიაკომპანია AirAsia-ს კუთვნილი თვითმფრინავის კუდი. თვითმფრინავის კუდში მოთავსებულია ე.წ. „შავი ყუთი“, რომლის შესწავლაც გამომძიებლებს შესაძლებლობას მისცემს დაეხმარონ ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენაში. თვითმფრინავს 28 დეკემბერს ინდონეზიიდან სინგაპურისაკენ ჰქონდა გეზი აღებული, როდესაც ის რადარებიდან გაქრა. მის ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG