Accessibility links

logo-print

საქართველოს მინისტრთა ჯგუფი კიევს ესტუმრება


სავარაუდოდ იანვრის ბოლოს კიევს ქართველ მინისტრთა ჯგუფი ესტუმრება, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე კვირის წინ თბილისში იმყოფებოდა საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, შედგა პრემიერთან შეხვედრა, სადაც განიხილეს უკრაინაში მიმდინარე პროცესები და დაიგეგმა დღის წესრიგი. "ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ კიევში სამინისტროების დონეზე ვიზიტები გაიმართოს. ასევე, ვმუშაობთ პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე",- განაცხადა ბერუჩაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია თარიღი, როდის შედგება ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში.

XS
SM
MD
LG