Accessibility links

logo-print

პაკისტანში ტერორიზმში ბრალდებული ორი პირი ჩამოახრჩეს


7 იანვარს პაკისტანში სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ტერაქტების მოწყობაში. ბოლო ჩამოხრჩობის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანით ცხრამდე გაიზარდა სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა პაკისტანში, სადაც ხელისუფლებამ გასული თვის შუა რიცხვებში აღადგინა სიკვდილით დასჯა ფეშავარის სკოლაში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის გამო, რასაც 146 ბავშვი შეეწირა. 6 იანვარს პაკისტანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პროექტს, რომელიც ტერორიზმის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების დაჩქარებული განხილვისათვის სპეციალური სამხედრო ტრიბუნალის შექმნას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG