Accessibility links

logo-print

პრორუსმა ჰაკერებმა იერიში მიიტანეს გერმანიის მთავრობაზე


პრორუსული ჰაკერების ჯგუფმა იკისრა პასუხისმგებლობა გერმანიის მთავრობის საინტერნეტო, სხვათა შორის კანცლერ ანგელა მერკელის საიტზე თავდასხმისთვის. ჯგუფი, რომელიც თავს კიბერ-ბერკუტს უწოდებს, ბერლინისგან მოითხოვს უკრაინის მთავრობისთვის საფინანსო და პოლიტიკური მხარდაჭერის შეწყვეტას. ბერკუტი პოლიციის იმ სპეცრაზმის დასახელება იყო უკრაინაში, რომელიც კიევში, ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა საპროტესტო გამოსვლებისას გამოიყვანა შარშან ზამთარში. ჯგუფმა პასუხიმგებლობა იკისრა თავისი ვებსაიტის გზით. ცნობა დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია. მერკელის პრესმდივანმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ შვიდ იანვარს, დაახლოებით 10 საათისთვის, სამთავრობო ვებსაიტები მიუწვდომელი გახდა.

XS
SM
MD
LG