Accessibility links

logo-print

ლატვია იმედიანად უყურებს რუსეთის მზადყოფნას უკრაინის კრიზისის მოგვარებისთვის


ლატვია, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა, აცხადებს, რომ ის ხედავს უკრაინის კრიზისის მოლაპარაკებებით მოგვარებაზე რუსეთის დათანხმების შესაძლებლობას. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა 7 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ზარალდება დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო. რინკევიჩსმა, რომელიც მიმდინარე კვირაში კიევსა და მოსკოვს ეწვევა, განაცხადა, რომ ხედავს კრემლიდან წამოსულ „სიგნალებს“, რაც რუსეთის ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის „მზადყოფნაზე“ მიანიშნებს.რინკევიჩსის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გაუმჯობესებამ, შესაძლოა, შეამსუბუქოს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, ევროკავშირს სურს, რომ მოსკოვმა აღკვეთოს მეომრებისა და იარაღის შედინება რუსეთიდან უკრაინაში.

XS
SM
MD
LG