Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და გერმანია შეთანხმდნენ 500 მილიონი ევროს საკრედიტო გარანტიაზე


უკრაინა და გერმანია შეთანხმდნენ უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს საკრედიტო გარანტიის შეთავაზების შესახებ. უკრაინისა და გერმანიის მთავრობების შესაბამის ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს 7 იანვარს, ბერლინში. უკრაინის მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, განცხადებას ხელი მოაწერეს ეკონომიკური განვითრებისა და ვაჭრობის მინისტრმა აივარას აბრომავიჩუსმა და გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა მატიას მახნიკმა. შეთანხმება გაფორმდა გერმანიაში უკრაინის მთავრობის დელეგაციის ვიზიტის დროს. უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბერლინში შეხვდა პრეზიდენტ იოახიმ გაუკს. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი ნაბიჯები უკრაინის სამხრეთში კრიზისის გადასალახავად. იაცენიუკმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარების დეესკალაციის ერთადერთი გზა მინსკის შეთანხმებების შესრულებაა. მათ დარღვევაში იაცენიუკმა რუსეთი დაადანაშაულა. უკრაინის მთავრობის მეთაურმა გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად განიხილა უკრაინაში ახლახან დამტკიცებული რეფორმების პაკეტი, ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილიზაციის გეგმები და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯები.

XS
SM
MD
LG