Accessibility links

საფრანგეთის პოლიციამ დაკითხა ეჭვმიტანილი ძმების ახლობლები


8 იანვარს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა რადიო RTL-ს განუცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში რამდენიმე პირი დააკავეს 7 იანვარს „შარლი ებდოს“ რედაქციაზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ძებნის ოპერაციის დროს. „ფრანს პრესი“ ეყრდნობა წყაროს სასამართლოდან და ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციამ დაკითხა ეჭვმიტანილი ძმების - შერიფ და საიდ კუაჩების ახლობელი რამდენიმე ქალი და კაცი. 32 წლის შერიფსა და 34 საიდს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. 8 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ მესამე ეჭვმიტანილი - 18 წლის ჰამიდ მურადი ჩაბარდა პოლიციას. მანუელ ვალსის განცხადებით, ძმებ კუაჩების შესახებ დაზვერვას მანადეც ჰქონდა ინფორმაცია და თავდასხმამდე „უეჭველად“ უთვალთვალებდნენ მათ. 8 იანვარს საფრანგეთში გლოვობენ „შარლი ებდოზე“ თავდასხმისას დაღუპულებს.

XS
SM
MD
LG