Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ჩვენი რეპორტიორები აცხადებენ, რომ მათი ელექტრონული ფოსტა გატეხეს


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი ელექტრონული ფოსტა გატეხეს მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ, 26 დეკემბერს აზერბაიჯანელი სამართალდამცველები შეიჭრნენ ბიუროში და კომპიუტერების კონფისცირება მოახდინეს. ელექტრონული ფოსტის გატეხვით გრძელდება ზომები, მიმართული ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის წინააღმდეგ. 26 დეკემბერს, ბაქოს ბიუროში აზერბაიჯანის პროკურატურის გამომძიებლების რეიდისას, მოხდა კომპიუტერების კონფისცირება და ბიუროს დალუქვა. ჩვენი რადიოს კორესპონდენტებმა ვერ შეძლეს თავიანთი კომპიუტერების დახურვა და ახლა მათი ელექტრონული ფოსტის გამოყენებით უცხო პირები აგზავნიან წერილებს. რეიდის შემდეგ ჩვენი რადიოს 20-ზე მეტი ყოფილი ან ამჟამინდელი თანამშრომელი იქნა დაკავებული, ან დაკითხული პროკურორების მიერ.

XS
SM
MD
LG