Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ლიდერები გმობენ პარიზში სატირულ ჟურნალზე თავდასხმას


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებებით გამოეხმაურნენ პარიზში სატირული ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმას, რომელმაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ისინი გმობენ ინციდენტს, როგორც ტერორისტულ აქტს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველო მტკიცე თანადგომას უცხადებს საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს". ხოლო როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ვკითხულობთ, „ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული“. საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით. „ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მასში გამოხატულია თანაგრძნობა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ.

XS
SM
MD
LG