Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი იწყებს ორდღიან ვიზიტს ლატვიაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იწყებს ორდღიან ვიზიტს ლატვიაში - ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა. მხარეები იმსჯელებენ ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს ძალისხმევაზე ევროკავშირის კანონებისა და სტანდარტების მისაღებად. დაგეგმილია ღარიბაშვილის შეხვედრები ლატვიის პრემიერ-მინისტრ ლაიმდოტა სტრაუიუმასთან, პრეზიდენტ ანდრის ბერზინსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან. ლატვია 1 იანვრიდან 30 ივნისამდე რჩება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარედ. რიგაში ვიზიტისას, ღარიბაშვილი დაესწრება საერთაშორისო კონფრენეციას „ევროპის განვითარების წელი 2015“.

XS
SM
MD
LG