Accessibility links

იაცენიუკი დასავლეთს რუსეთთან მიმართებით ერთიანობისაკენ მოუწოდებს


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი დასავლეთს მოუწოდებს, ერთიანი პოზიცია ჰქონდეს, როცა რუსეთისაგან მოითხოვს აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის შესახებ 5 სექტემბრის შეთანხმების დაცვას და უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმას. იაცენიუკი ამ მოწოდებით გამოვიდა დღეს ბერლინში, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას, კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრამდე. "წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მვაღწევთ, თუ ყველა - ევროკავშირი, აშშ და უკრაინა - ერთიანობას შევინარჩუნებთ“, - განაცხადა იაცენიუკმა. მისივე თქმით, რუსეთს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს შესრულებული 5 სექტემბერს მინსკში ხელმოწერილი შეთანხმება. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტმა 4700-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. რუსეთი უარყოფს კონფლიქტში მონაწილეობას მიუხედავად იმისა, რომ კიევისა და ნატოს განცხადებებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ექსტრემისტების პირდაპირ სამხედრო მხარდაჭერას რუსეთიდან.

XS
SM
MD
LG