Accessibility links

logo-print

საფრანგეთში გლოვის დღეა სატირულ ჟურნალზე ექსტრემისტების თავდასხმის შემდეგ


საფრანგეთში გლოვის დღეა გამოცხადებული სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოზე" 7 იანვარს ექსტრემისტების თავდასხმის შემდეგ. 8 იანვარს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი თავდასხმისას დაღუპული 12 ადამიანის ხსოვნას. გლოვისა და პატივისცემის ნიშნად, დადუმდნენ ადგილობრივი დროით 12 საათზე. დღესვე პარიზში გარდაიცვალა პოლიციელი ქალი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 8 იანვარს - სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმის მომდევნო დღეს. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი - ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომელი. მათ ესროლეს პარიზის სამხრეთ გარეუბანში, პორტ დე შატიონთან. ჯერ არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა ეს ინციდენტი რამენაირად წინა დღეს „შარლი ებდოზე“ მოწყობილ თავდასხმას. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, პოლიციელს და ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომელს ავტომატური იარაღიდან ესროლა შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელსაც ჯავშანჟილეტი ეცვა.

XS
SM
MD
LG