Accessibility links

logo-print

პარიზთან დაიწყო პოლიციის ოპერაცია სატირულ ჟურნალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების შესაპყრობად


საფრანგეთში, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებაში დაიწყო პოლიციის ოპერაცია მას შემდეგ, რაც იქ სავარაუდოდ გამოჩნდა სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ 7 იანვარს თავდასხმაში მონაწილე ორი ეჭვმიტანილი. როგორც იუწყებიან, ორმა შეიარაღებულმა პირმა ბენზინგასამართი სადგური გაძარცვა ვილერ-კოტერეში, და მიიმალა რუხი „რენო კლიოთი“ - იმავე ფერის და მარკის ავტომანქანით, როგორიც სატირულ ჟურნალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა პირებმა გაიტაცეს. ამ ინციდენტამდე, პარიზის სამხრეთ გარეუბანში დაჭრეს პოლიციელი ქალი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG