Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი დასავლეთ ევროპის ქვეყნებს უბრუნებს 15 სამხედრო ბაზას


პენტაგონი აცხადებს, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს დაუბრუნებს 15 სამხედრო ბაზას, რომლებითაც ამ ქვეყნებში სარგებლობს. ბაზები მდებარეობს ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, პორტუგალიაში, ბელგიასა და ნიდერლანდში. ბაზების დაბრუნების შედეგად აშშ წელიწადში ნახევარ მილიარდამდე დოლარს დაზოგავს. დაბრუნების პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება. პენტაგონი აცხადებს ასევე, რომ შეერთებული შტატები აპირებს, გააძლიეროს სამხედროების როტაცია ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში, რის ფონსაც ქმნის ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ ცვლილებები აუცილებელია საიმისოდ, რომ აშშ-მა მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს ნატოელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს.

XS
SM
MD
LG