Accessibility links

logo-print

საქართველოში სოლიდარობის აქცია „მე ვარ შარლი“ გაიმართა


სოლიდარობის გლობალური კამპანიის "მე ვარ შარლი" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და მოსახლეობის ნაწილი თბილისში , საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან ყვავილებით შეიკრიბა. სოლიდარობის კამპანიის მონაწილეებმა მწუხარება გამოთქვეს 7 იანვარს სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოზე" განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად მოკლული 12 ადამიანის გამო. აქციაზე მისულებმა დაგმეს თავისუფლების დათრგუნვისკენ მიმართული ძალადობა და ხსოვნის ნიშნად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან სანთლები აანთეს. სოლიდარობის კამპანიის მონაწილეებს საქართველოში საფრანგეთის ელჩიც შეუერთდა. მან აქციის მონაწილეებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სოლიდარობის კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თინა ხიდაშელმა და თამარ კორძაიამ.

XS
SM
MD
LG