Accessibility links

logo-print

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას: შეფუთეთ თქვენი კუთვნილი წყლის მილები


კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აბონენტებს, შეფუთონ ან დაათბუნონ თავიანთი კუთვნილი წყალსადენის მიწისზედა ქსელები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, კომპანია თბილისელებს სთხოვს, თადარიგი დაიჭირონ და ამით თავიდან აიცილონ რიგი პრობლემები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს მილებში წყლის გაყინვამ, მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ და ლოკალურმა ავარიულმა დაზიანებამ. „მსგავსი ტიპის პრობლემებმა, შესაძლებელია არა მხოლოდ კონკრეტული აბონენტების, არამედ მიმდებარედ მცხოვრები სხვა აბონენეტების წყალმომარაგებაშიც გამოიწვიოს შეფერხებები" - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG