Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა


პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე 7 იანვარს მომხდარი თავდასხმის გამო, სამძიმრის წიგნი გაიხსნა თბილისში, საფრანგეთის საელჩოში. სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა არჩილ თალაკვაძემ და თემურ მღებრიშვილმა. მათ მწუხარება გამოთქვეს პარიზში მომხდარი თავდასხმის გამო და ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

XS
SM
MD
LG