Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენი იაცენიუკი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი „ბანდიტები“უკრაინის მიწიდან


უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ მიუხედავად 5 სექტემბრის შეთანხმების რუსეთი კვლავინდებურად გაგრძობს სამხედროების გაგზავნას აღმოსავლეთ უკრაინაში. იაცენიუკმა მოსკოვისაგან მოითხოვა, როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უწოდა, „თავისi ბანდიტების გაყვანა უკრაინის მიწიდან". ამასთან გერმანიაში მყოფმა არსენი იაცენიუკმა კვლავა გაუსვა ხაზს იმას, რომ დასავლეთს უნდა ჰქონდეს ერთიან პოზიცია, როცა რუსეთისაგან მოითხოვს აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის შესახებ 5 სექტემბრის შეთანხმების დაცვას და უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმას. იაცენიუკი ამ მოწოდებით გამოვიდა 8 იანვარს ბერლინში, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას, კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრამდე. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტმა 4700-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. რუსეთი უარყოფს კონფლიქტში მონაწილეობას მიუხედავად იმისა, რომ კიევისა და ნატოს განცხადებებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ექსტრემისტების პირდაპირ სამხედრო მხარდაჭერას რუსეთიდან.

XS
SM
MD
LG