Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამიტი ტერორიზმის საფრთხეზეც იმსჯელებს


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მომდევნო სამიტი, რომელიც თებერვალში გაიმართება სხვა საკითხებს შორის ტერორიზმის პრობლემებზე და იმ ნაბიჯებზეც იმსჯელებს, რაც პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ უნდა გადაიდგას. ტუსკმა ამის შესახებ ლატვიის დედაქალაქ რიგაში 9 იანვარს ისაუბრა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, 12 თებერვლის სამიტზე გაიმართება ფართო დისკუსია იმაზე, თუ „რა პასუხი შეიძლება გასცეს ევროკავშირმა იმ გამოწვევებს, რაც „პარიზში მომხდარმა ბარბაროსულმა თავდასხმამ“ წარმოშვა. სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოზე" 7 იანვარს ექსტრემისტების თავდასხმის შემდეგ 12 ადამიანის დაიღუპა. თავდამსხმელები გაჰყვიროდნენ „დიდება ალაჰს“ და თქვეს, რომ სურთ იძიონ შური წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურების გამო, რასაც რედაქცია ბეჭდავდა ხოლმე. პოლიციამ დადგინდა თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირების, ძმებ შერიფ და საუდ კოაშების ვინაობა, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ დამარტინ ან გოელში არიან ალყაშემორტმულნი.

XS
SM
MD
LG