Accessibility links

უკრაინელი მფრინავი ნადია სავჩენკო სამარტოო საკანში გადაიყვანეს


უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადია სავჩენკო მოსკოვში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში სამარტოო საკანში გადაიყვანეს. ამის თაობაზე პატიმარი ქალის ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა რადიო თავისუფლებას ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, საპატიმროს ადმინისტრაციამ სავჩენკოს მიმართ ასეთი იზოლირების გადაწყვეტილება მის მიერ ერთთვიანი შიმშილობის გამო მიიღო. 33 წლის სავჩენკო ივნისში, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიპყრეს სეპარატისტებმა, რის შემდეგაც ის რუსეთს გადასცეს. სავჩენკოს ბრალად უყენებენ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობას. სავჩენკო უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მას უკანონოდ ასამართლებენ რუსეთში. პროტესტის ნიშნად, სავჩენკომ შიმშილობა გამოაცხადა 15 დეკემბერს.

XS
SM
MD
LG