Accessibility links

logo-print

ევროკავშირს რუსული პროპაგანდის ალტერნატიული საინფორმაციო საშუალების შექმნისაკენ მოუწოდებენ


ბრიტანეთი, დანია, ესტონეთი და ლიტვა ევროკავშირს რუსული პროპაგანდის ალტერნატიული საინფორმაციო საშუალების შექმნისაკენ მოუწოდებენ. ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის მისწერეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დასავლეთის კრიტიკის პასუხად, მოსკოვი ზეწოლას ახდენს დამოუკიდებელ მედიაზე და ზრდის „დეზინფორმაციის“ დონეს. კრემლის პროპაგანდა მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს ევროკავშირისა და დასავლეთის ერთობას, - ნათქვამია წერილში, რომლის ავტორებიც მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ 2016 წლისათვის შექმნას ალტერნატიული საინფორმაციო საშუალება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს რუსულ პროპაგანდას. უფრო ადრე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით რუსულენოვანი ტელეარხის შექმნას გეგმავს.

XS
SM
MD
LG