Accessibility links

logo-print

პარიზში შეიარაღებულმა პირმა მძევალი აიყვანა


საფრანგეთიდან მოსული ცნობების თანახმად, შეიარაღებულმა პირმა პარიზში მდებარე სურსათის მაღაზიაში მძევლად აიყვანა ერთი ადამიანი. ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი ეჭვმიტანილია 8 იანვარს მომხდარ სროლაში, რასაც პოლიციელი ქალის სიცოცხლე შეეწირა. სხვა დეტალები უცნობია. დღეს საფრანგეთის პოლიციამ ალყა შემოარტყა პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც სატირულ ჟურნალზე მოწყობილ თავდასხმაში ეჭვმიტანილები და მათ მიერ აყვანილი, სულ მცირე, ერთი მძევალი უნდა იმყოფებოდეს. სატელევიზიო პირდაპირი ჩართვების თანახმად პოლიციამ ეჭვმიტანილების იზოლირება მოახდინა ქალაქ დამარტინ ან გოელში და ამჟამად მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ეჭვმიტანილი ძმები შერიფ და საიდ კუაშები, პოლიციელების მიერ ალყაშემორტყმულ ერთ-ერთი საწარმოს შენობაში იმალებიან და მიმდინარეობს მათი გაუვნებელყოფის ოპერაცია. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ახლომდებარე სკოლები დაიხურა და მოქალაქეებს მოუწოდეს არ გამოვიდნენ სახლებიდან.

XS
SM
MD
LG