Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებულმა პირებმა ორი მოკლა და ხუთი მძევლად აიყვანა პარიზში


შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ორი მოკლა და ხუთი მძევლად აიყვანა პარიზის აღმოსავლეთში მდებარე კოშერული სურსათის მაღაზიაში. პოლიციის ვერსიით, ეს თავდამსხმელები ეჭვმიტანილი არიან 8 იანვარს მომხდარ სროლაში, რასაც პოლიციელი ქალის სიცოცხლე შეეწირა. დღეს საფრანგეთის პოლიციამ ალყა შემოარტყა პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, სადაც სატირულ ჟურნალზე მოწყობილ თავდასხმაში ეჭვმიტანილები და მათ მიერ აყვანილი, სულ მცირე, ერთი მძევალი უნდა იმყოფებოდეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ეჭვმიტანილი ძმები შერიფ და საიდ კუაშები, პოლიციელების მიერ ალყაშემორტყმულ ერთ-ერთი საწარმოს შენობაში იმალებიან და მიმდინარეობს მათი გაუვნებელყოფის ოპერაცია. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ახლომდებარე სკოლები დაიხურა და მოქალაქეებს მოუწოდეს არ გამოვიდნენ სახლებიდან. სამივე ეჭვმიტანილი თავდამსხმელი წინასწარი ინფორმაციით ერთი და იგივე ისლამისტური დაჯგუფების წევრები უნდა იყვნენ.

XS
SM
MD
LG