Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადგენილია პარიზის სურსათის მაღაზიაზე თავდამსხმელთა ვინაობა


საფრანგეთის პოლიციამ უკვე დაადგინა იმ შეიარაღებული თავდამსხმელის ვინაობა, ვინც დღეს პარიზის აღმოსავლეთში კოშერული საკვების მაღაზიაში სულ მცირე ხუთი მძევალი აიყვანა. თავდამსხმელები არიან 32 წლის ამედი კოულიბალი და 26 წლის ქალი ჰაიათ ბოუმედინი, რომლებიც 8 იანვრის თავდასხმასა და პოლიციელი ქალის მკვლელობა არიან ეჭვმიტანილნი. ახალი ამბების სააგენტო ფრანს პრესი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სურსათის მაღაზიაში ატეხილი სროლის შედეგად სულ ცოტა ორი კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG