Accessibility links

logo-print

გაანადგურეს პარიზში მძევლების ამყვანი თავდამსხმელები


ფრანგული მედიის თანახმად პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურეს ოთხივე თავდამსხმელი, რომლებმაც პარიზში 14 ადამიანი დახოცეს და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს. სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ალ ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი ძმა, რომლებმაც 7 იანვარს ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმა განახორციელეს პარიზში, სადაც 12 ადამიანის დაიღუპა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები შერიფ და საუდ კოაშები, დასახლება დამარტინ ან გოელში ერთ-ერთ საწარმოს აფარებდნენ თავს. პოლიციის იერიშის შედეგად მოკლულია ასევე პარიზის კოშერული სურსათის მაღაზიაზე 9 იანვარს მოწყობილ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ექსტრემისტი მამაკაცი და ქალი, 32 წლის ამედი კოულიბალი და 26 წლის ქალი ჰაიათ ბოუმედინი, რომლებმაც მძევლების აყვანისას ორი კაცი მოკლეს. ჯერჯერობით უცნობია, მძევლების ბედი. სპეცოპერაციაში, რომელსაც სროლა და ყუმბარების აფეთქების ხმაც ახლდა, ერთი პოლიციელი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG