Accessibility links

logo-print

მანუელ ვალსმა: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სპეცსამსახურებმა შეცდომები დაუშვეს


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა აღიარა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სპეცსამსახურებმა შეცდომები დაუშვეს, როცა სამი დღის განმავლობაში 17 ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთის ტელევიზიით გამოსვლისას ვალსმა თქვა, რომ აუცილებელია ამ მოვლენების გაანალიზება. 7 იანვარს პარიზში სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის რვა ჟურნალისტი. ტერაქტში ეჭვმიტანილები, ძმები საიდ და შერიფ კუაშები პარასკევს იქნენ მოკლული საფრანგეთის ქალაქ დამარტენ-ან-გოელში, სადაც მათ მძევალი ჰყავდათ აყვანილი. პოლიციის შტურმის შედეგად მძევალი გაათავისუფლეს. პარასკევსვე დაიღუპა რვიდან ოთხი მძევალი, რომლებიც ებრაულ მაღაზიაში ჰყავდათ აყვანილი პარიზის დასავლეთში, ვენსენის რაიონში. თავდამსხმელი ამედი კულიბალი პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს იქნა მოკლული. ხუთშაბათს პარიზის გარეუბან მონრუჟში უცნობმა პირმა პოლიციის თანამშრომელი ქალი მოკლა ცეცხსასროლი იარაღით. საინფორმაციო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, „შარლი ებდოზე“ თავდასხმის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, უშიშროების ძალებს ძმებ კუაშების თვალთვალი რომ გაეძლიერებინათ. საფრანგეთის ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ ისინი რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების წევრები იყვნენ.

XS
SM
MD
LG