Accessibility links

logo-print

Fitch Ratings-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი ჩამოაქვეითა


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი ჩამოაქვეითა მას მერე, რაც ნავთობის ფასების ვარდნამ და უკრაინის კონფლიქტმა რუსეთში 1998 წლის შემდეგ უდიდესი საფინანსო კრიზისი გამოიწვია. სააგენტომ 9 იანვარს გამოაცხადა, რომ რუსეთის სამთავრობო კრედიტების რეიტინგი ჩამოაქვეითა „BBB-„-მდე. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკის პერსპექტივა სერიოზულად გაუარესდა 2014 წლის შუიდან, რაც ნავთობის ფასებისა და რუბლის ვარდნას მოჰყვა ამავე დროს საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ზრდის პირობებში.

XS
SM
MD
LG