Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელის თქმით, უკრაინის შესახებ სამიტი არ გაიმართება წინასწარ პროგრესის მიღწევის გარეშე


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ ოთხმხრივი სამიტი, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზებს უნდა დაეთმოს, არ გაიმართება, სანამ არ იქნება მიღწეული პროგრესი მინსკის სამშვიდობო გეგმის შესრულების მხრივ. მერკელის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის ინფორმაციით, კანცლერმა 10 იანვარს, სატელეფონო საუბრისას უთხრა პუტინს, რომ მოელის მოსკოვის მიერ თავისი გავლენის გამოყენებას უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებზე, კონსენსუსზე მათ დასაყოლიებლად. ასევე მერკელის თქმით, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა, რომლის გამართვაც ყაზახეთში 15 იანვრისთვის არის დაგეგმილი, ვერ გაიმართება კონფლიქტის მოგვარების მხრივ პროგრესის მიღწევის გარეშე.

XS
SM
MD
LG