Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 65 ადამიანი დაიღუპა ავტობუსების ავარიის შედეგად


პაკისტანში, სულ ცოტა, 65 ადამიანი შეიწირა ორი სამგზავრო ავტობუსის ავარიებმა. ოფიციალური ინფორმაციით, 59 ადამიანი დაიღუპა სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ კარაჩისთან სამგზავრო ავტობუსის ავტოცისტერნასთან შეჯახების შედეგად. პოლიციის ცნობით, ავტობუსი კარაჩიდან შიკარპურში მიემართებოდა და დაშვებულზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, როცა ავტოცისტერნას დაეჯახა. თავის მხრივ, ავტოცისტერნა დაშვებულზე სწრაფად მოძრაობდა. რამდენიმე საათში ავარია მოუვიდა კიდევ ერთ სამგზავრო ავტობუსს: ის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში გზაზე გადატრიალდა. დაიღუპა ექვსი და დაიჭრა გაცილებით მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG