Accessibility links

logo-print

ხორვატიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური


ხორვატიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის ფონსაც ქმნის ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული, ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილება. კენჭისყრის შედეგად გაირკვევა, პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი კიდევ ერთი ვადით დარჩება ამ პოსტზე, თუ მას დაუთმობს კონსერვატორ მეტოქეს, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს. ეს საპრეზიდენტო არჩევნები მიჩნეულია გამოცდად ხორვატიის მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობისთვისაც, რომელიც პრეზიდენტ იოსიპოვიჩის მხარდამჭერია და წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში იოსიპოვიჩს ერგო ხმების 38,5%, მხოლოდ 1%-ით მეტი, ვიდრე მის მეტოქეს, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს. ეს უკანასნკელი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილედ მუშაობდა 2011-2014 წლებში. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 22 საათზე იხურება. კენჭისყრის წინასწარი შედეგები ღამის 1 საათისთვის არის მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG