Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უმასპინძლებს სამიტს ექსტრემიზმთან ბრძოლის საკითხზე


აშშ-ის გენერალური პროკურორის, ერიკ ჰოლდერის განცხადებით, 18 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება სამიტი პარიზის ტერაქტების შემდეგ მსოფლიოში მოძალადე ექსტრემიზმთან ბრძოლის გზებზე მოსალაპარაკებლად. ჰოლდერმა ეს განცხადება გააკეთა პარიზში, სადაც მონაწილეობს ისლამისტი თავდამსხმელების მიერ დახოცილი 17 ადამიანის პატივსაცემად მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციაში. ჰოლდერი ამ ვიზიტის დროს შეხვდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ევროპელ მინისტრებს. ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეიცავს მოწოდებას ევროკავშირის გარშემო საზღვრების დაცვის გაძლიერებისაკენ.

XS
SM
MD
LG