Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის ცენტრში მიმდინარეობს მრავალათასიანი აქცია, "ერთიანობის მარში"


პარიზში ასიათასობით ადამიანი, მათ შორის ათობით ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ აქციაში, რომელზეც პატივს მიაგებენ ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას, მხარდაჭერას უცხადებენ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას. "შარლი", "თავისუფლება", "გაუმარჯოს საფრანგეთს" - ეს შეძახილები ისმის პარიზში, სადაც 7-9 იანვარს რადიკალი ისლამისტების თავდასხმებმა შეიწირა 17 ადამიანის სიცოცხლე. მოკლულებს შორის არიან სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოს“ თანამშრომლები, პოლიციელი ქალი და ქოშერულ სუპერმარკეტში მყოფი პირები. პარიზის ცენტრში, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო მშვიდობიანი მსვლელობა, რომლის მონაწილეებიც სამ კილომეტრამდე მანძილს გაივლიან. უსაფრთხოებაზე ზრუნავს ათასობით პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე. პარიზში აქციის მონაწილეებს შორის არიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიანიმ ნეტანიაჰუ, პალესტინელების ლიდერი მაჰმუდ აბასი, ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები,საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

XS
SM
MD
LG