Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა შვედი მსახიობი ანიტა ეკბერგი - "ტკბილი ცხოვრების" მშვენიერი პერსონაჟი


83 წლის ასაკში გარდაიცვალა შვედი მსახიობი ანიტა ეკბერგი, რომელიც მსოფლიო კინოს ვარსკვლავად აქცია ფედერიკო ფელინის ფილმ „ტკბილ ცხოვრებაში“ შესრულებულმა როლმა. 20 წლის ასაკში ანიტა ეკბერგმა „მის შვედეთის“ ტიტული მოიპოვა და „მის სამყაროს“ ფინალისტი გახდა აშშ-ში, სადაც ჰოლივუდთან პირველი კონტრაქტი გააფორმა. „ტკბილი ცხოვრების“ გარდა, ის გადაღებულია ფელინის კიდევ რამდენიმე ფილმში, მათ შორის „ბოკაჩო 70“-ში და „ინტერვიუში“. ანიტა ეკბერგი იტალიაში, რომის გარეუბანში მდებარე ხანდაზმულთა სახლში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG