Accessibility links

logo-print

ისლამისტმა ექსტრემისტებმა ერაყში დახოცეს 30 ქურთი მებრძოლი


ერაყის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა 30-მდე ქურთი მებრძოლი დახოცეს ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქალაქ გვერზე კონტროლის აღდგენის მცდელობისას. ბრძოლა გვერისთვის, რომელიც ქალაქ მოსულთან მდებარეობს, 10 იანვარს დაიწყო ექსტრემისტების იერიშით. მოსულს „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ჯერ არაფერს იუწყებიან ექსტრემისტების რიგებში მსხვერპლის შესახებ. გვერი ახლოს მდებარეობს ერაყელი ქურთების რეგიონის დედაქალაქ ირბილთანაც. გვერის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, ექსტრემისტებს ექნებათ ახალი საყრდენი ირბილზე იერიშის მისატანად.

XS
SM
MD
LG