Accessibility links

logo-print

ევროპის ქალაქებში გაიმართა საფრანგეთისადმი სოლიდარობის აქციები


ევროპის ქალაქებში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა საფრანგეთისადმი სოლიდარობის აქციებზე პარიზში ტერაქტების შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის შემდეგ. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 20 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სვლაში სიძულვილის დასაგმობად და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად. დემონსტრაციები გაიმართა ევროპის რამდენიმე სხვა ქალაქშიც, მათ შორის მადრიდში, ბერლინსა და სტოკჰოლმში.

XS
SM
MD
LG