Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციონერი ლიდერობს


ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით ლიდერობს ოპოზიციონერი კანდიდატი, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი. მას ერგო ხმების 51,4%, ხოლო მოქმედ პრეზიდენტ ივო იოსიპოვიჩს - 48,6%. 57 წლის პრეზიდენტი ცდილობს ამ პოსტის მეორე ვადით შენარჩუნებას, თუმცა მისი სოციალ-დემოკრატიული პარტია პოპულარობას კარგავს. არჩევნების პირველ ტურში იოსიპოვიჩმა ხმების მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. პრეზიდენტობა უმეტესწილად ცერემონიული ფუნქციებით შემოიფარგლება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 46 წლის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის გამარჯვების შემთხვევაში, მის კონსერვატიულ პარტის უკეთესი შანსი ექნება წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად. გრაბარ-კიტაროვიჩი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ვაშინგტონში ხორვატიის ყოფილი ელჩია. ხორვატია გასულ წელს გაწევრიანდა ევროკავშირში, მაგრამ მეექვსე წელია რეცესიას განიცდის.

XS
SM
MD
LG