Accessibility links

logo-print

„ერთიანობის მარშში“ მონაწილეობა მიიღო 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა


“ბიბისის” ინფორმაციით, სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა „ერთიანობის მარშში“, რომელიც საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. მარში მიეძღვნა ბოლო დღეებში საფრანგეთში ტერაქტების შედეგად დაღუპული 17 ადამიანის ხსოვნას. ყველაზე მასშტაბური მსვლელობა პარიზში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, ეს იყო ყველაზე მასობრივი აქცია, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში გამართულა. „ბიბისის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მარშში მონაწილეობდა ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანი. „ერთიანობის მარშში“ მონაწილეთა შორის იყვნენ ათობით ქვეყნისა და ორგანიზაციის ლიდერები.

XS
SM
MD
LG