Accessibility links

logo-print

გავრცელდა პარიზში, მაღაზიაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა


11 იანვარს ინტერნეტით გავრცელდა ისლამისტ ამედი კულიბალის ვიდეომიმართვა, რომელმაც პარასკევს, პარიზში, ქოშერულ მაღაზიაში მძევლები აიყვანა. კულიბალი სამართალდამცავებმა შტურმისას მოკლეს. ვიდეომიმართვაში კულიბალი ამბობს, რომ ის ჯიჰადისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. კულიბალის სიტყვებით, ის მოქმედებდა ძმებ კუაშებთან შეთანხმებით, რომლებმაც 7 იანვარს განახორციელეს თავდასხმა პარიზში, სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ რედაქციაზე და 12 ადამიანი მოკლეს. ისლამისტის სიტყვებით, თავიანთი მოქმედებებით მათ სამაგიერო გადაუხადეს ჯიჰადისტებზე თავდამსხმელებს. ვიდეომიმართვაში კულიბალი ამბობს, რომ სწორედ მან მოკლა 8 იანვარს ქალი პოლიციელი. 9 იანვარს, ქოშერულ მაღაზიაზე თავდასხმისას, კულიბალმა ოთხი მძევალი მოკლა.

XS
SM
MD
LG