Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლევიათანმა“ „ოქროს გლობუსი“ მიიღო


რუსი რეჟისორის ანდრეი ზვიაგინცევის ფილმმა „ლევიათანმა“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის განკუთვნილი „ოქროს გლობუსი“ მიიღო. 72-ე დაჯილდოვების ცერემონიალი 11 იანვარს კალიფორნიაში გაიმართა. ფილმის ერთ-ერთო კონკურენტი იყო რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“. „ლევიათანის“ მსოფლიო პრემიერა კანის 67-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმი „საუკეთესო“ სცენარისათვის დააჯილდოვეს. გარდა ამისა, ფილმმა, სადაც შეუფარავად არის წარმოდგენილი თანამედროვე რუსეთის მწვავე კრიტიკა, ლონდონში კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმი ასევე შესულია „ოსკარის“ „შორთ ლისტში“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. რუსეთში დიდ ეკრანებზე „ლევიათანი“თებერვალში გამოვა.

XS
SM
MD
LG