Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ორდღიან ვიზიტს იწყებს ესტონეთის სამთავრობო დელეგაცია


თბილისში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ესტონეთის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ტაავი რიივასის ხელმძღვანელობით. თბილისის დროით 16:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაიწყება პრემიერ-მინისტრების ირაკლი ღარიბაშვილისა და ტაავი რიივასის პირისპირ შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ესტონეთის სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკება დაიწყება. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი და ტაავი რიივასი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. თბილისში ესტონეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას გაიმართება ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმი.

XS
SM
MD
LG