Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება პარიზში გამართულ „ერთიანობის მარშს“


პარიზში კვირას გამართულ „ერთიანობის მარშს“ მსოფლიოს უპრეცედენტო კონსოლიდაციის დემონსტრირებად აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისმა სპიკერმა დავით კერესელიძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება და მწუხარება საფრანგეთში გასულ კვირაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო. „ეს იყო პრესისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული ბარბაროსული აქტი, რომელიც ადასტურებს რადიკალური იდეოლოგიისგან მომდინარესაფრთხის სერიოზულობას“, - განაცხადა დავით კერესელიძემ. მისივე თქმით, ტერორიზმის და რადიკალური ექსპტრემიზმის წინააღმდეგ გამართულმა მასშტაბურმა მარშმა ერთად შეკრა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა და დემოკრატიულ სამყაროს სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. დავით კერესელიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პარიზში კვირას გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

XS
SM
MD
LG