Accessibility links

ბერლინში გაიმართება მინისტრების შეხვედრა უკრაინაში კონფლიქტზე სასაუბროდ


დღეს ბერლინში გაიმართება უკრაინის რუსეთის საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უკრაინაში კონფლიქტის საკითხზე. მოლაპარაკება წინ უსწრებს ამავე ქვეყნების ლიდერების შესაძლო შეხვედრას ასტანაში. შეხვედრა 15 იანვრისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 10 იანვარს აუწყა, რომ სამიტი არ გაიმართება, თუ არ იქნება რეალური პროგრესი 5 სექტემბერს მინსკში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების მხრივ. შეთანხმება თითქმის ყოველ დღე ირღვევა. შარშანდელი აპრილის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში 4700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის ბრძოლების შედეგად.

XS
SM
MD
LG